02:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:17:13, 884 ნახვა

სამართალი
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მახლაზ კობაურთან სახაზინო ადვოკატი შევიდა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად, სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური შევიდა.

როგორც ალუდა ბუჩუკურმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ინფორმაციას ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების გარეშე ვერ გასცემს.

„აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შემდეგ, პირველად ვხვდები, მას შემდეგ არ შევხვედრილვარ. შევათანხმებ პოზიციას და თუ კი ბრალდებულის ნება იქნება, გავაკეთებ კომენტარს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგხსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა. სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics