|
2018-07-24 10:03:16, 806 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - მეჩეთთან დაკავშირებით სახელმწიფო შეეცდება მივიდეს ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ერთგვარი კონსესუსი იქნება
„როგორც იცით ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსესუსი საზოგადოებისთვის", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები გრძელდება, პროცესი დასრულებისკენ მიდის და როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით იმოქმედებს სახელმწიფო, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში. „მე ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის აშენება, ჩემი აზრით, ეს უნდა აშენდეს ქართული ფულით. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ახდენენ ამ სენსიტიური თემით სპეკულირებას", - აღნიშნა რიჟვაძემ. მან ასევე განმარტება გააკეთა „ქართული მარშის" მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის თემას ეხებოდა და მას სიცრუე უწოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. მისივე თქმით, ბათუმში ძეგლის დადგმა არის შესატყვისი იმ დიდი წვლილის, რომელიც დავით აღმაშენებელს მიუძღვის ქვეყნის წინაშე. „ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მალე გავმართავთ კონსულტაციებს, შეირჩევა კონკრეტული მდებარეობა, რომელიც აღნიშნული ძეგლისთვის იქნება შესაბამისი", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერს დაარტყა, არის მსხვერპლი
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი პატიმრების მიმართ ძალადობაში მონაწილე 15 ადამიანს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)