|
2018-07-23 14:53:08, 614 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამინსტროებში მივიდა და უწყების თანამშრომლებს მინისტრები წარუდგინა. დღეიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯაბა ფუტკარაძე უხელმძღვანელებს. ჯაბა ფუტკარაძე არის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით და ლესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. ბოლო დროს მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იგი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსია. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეიდან ტიტე აროშიძემ დაიწყო საქმიანობა. ის დღემდე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა. ბოლო დროს აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით მუშაობდა. განახლებულ სამთავრობო გუნდში მინისტრების თანამდებობები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიასტრმა ინგა შამილიშვილმა, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეინარჩუნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)