|
2018-07-23 11:10:27, 750 ნახვა
რეგიონი
კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა
კახეთში, გორსა და გარდაბანში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. რეგიონიდან 112-ში სულ 6 შეტყობინება შემოვიდა. საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. გორში საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვის შესახებ უწყებაში 18 შეტყობინება შევიდა. მაშველებმა 3 ოჯახის ევაკუირება მოახდინეს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, გორში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. გარდაბანში სოფელ კრწანისში ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია. სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათიდან განახლდა. „სტიქიის შედეგად, არცერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)