|
2018-07-22 12:49:40, 655 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე საინფორმაციო კამპანია გაიმართება
კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია" ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად აჭარის რეგიონს ესტუმრებიან. ტურის მიზანია, მოსახლეობისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და ამავე დროს, რუსული პროპაგანდის გავლენებზე. ორი დღის განმავლობაში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები დაგეგმილია ქედის, ხელვაჩაურის და ბათუმის მაცხოვრებლებთან. ასევე, შეხვედრა შედგება სტუდენტებთან ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. ტურის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსიები მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება ექნებათ კამპანიის მონაწილეებისგან მოისმინონ, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატონ საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხზე. შეხვედრებზე კამპანიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან დისკუსიას გამართავენ იმის შესახებ, თუ როგორ ვიბრძოლოთ ერთობლივი ძალებით რუსული პროპაგანდის ნარატივის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც. კამპანიის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია „ძალა ევროპაშია" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)