|
2015-06-03 09:28:38, 497 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი წულუკიანზე: მაჯლაჯუნა მინისტრი ცდილობს, უცხოელებს საქართველოში შემოსვლა გაუძნელოს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" ტურიზმის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველოს სტაბილურობის ყველა ფაქტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შექმნილი, ახალი მთავრობა კი მის განადგურებას ახდენს". მისივე თქმით, „ქვეყანაში, სადაც კანონიერ ქურდებს მინისტრები ტრაპთან ხვდებიან, უსაფრთხოების განცდა იკარგება". "ტურიზმი არის პირველ რიგში უსაფრთხოების განცდა. საქართველოში კი დაიკარგა უსაფრთხოების განცდა. ტურიზმი არის ადვილი შემოსვლა საზღვარზე. აქ კი საზღვარზე ადვილად შემოდის კანონიერი ქურდი და სამთავრობო მანქანები ხვდებიან მათ. გამოძიება ჩატარდა უკრაინაში, დაიკითხა ეკიპაჟი, უკრაინის შსს-ს მიერ დადეპორტირებულ ქურდს ვიცე-პრემიერის თუ მინისტრის მანქანა დახვდა ტრაპთან და გაიყვანეს უპრობლემოდ. შემდეგ ვიდეოკამერებზე იყო საუბარი, რომ გადაღებული იყო ასეთი რაღაცები და ვიდეოკამერები საერთოდ მოხსნეს, რომ თავისუფლად ატარონ. მაგრამ, ამავე დროს, გვყავს ვიღაც მაჯლაჯუნა მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ მაქსიმალურად უნდა გაუძნელონ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა. გაითვალისწინონ, რომ ამ უცხოელების დიდი ნაწილი არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ეკონომიკური გაჭირვების და სხვადასხვა ფაქტორების გამო, ცხოვრობენ უცხოეთში და უბრალოდ იქაური პასპორტები აქვთ. მათ გაუძნელეს ეს ყველაფერი პირველ რიგში. ასე რომ ბევრი ფაქტორის გამო, ტურიზმიც საფრთხის ქვეშ დგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)