01:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 16:20:11, 1100 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად დაუფლებას ცდილობდა. შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა თ.ბ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics