|
2018-07-21 11:31:07, 671 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დღეს დაამტკიცებენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 15:00 საათზეა ჩანიშნული. მათ დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო, უმრავლესობა კი, უმაღლეს საბჭოში 14 წევრით არის წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, ახალი მთავრობის დამტკიცებას, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. „რიჟვაძემ რაც პროგრამა წარმოადგინა, ამას არ შეიძლება პროგრამა ეწოდოს. 10 წუთიანი მონოლოგის სტილში წაიკითხა და მხატვრულ მოთხრობას გავდა. ეს არ იყო პროგრამა, არც კითხვებში და შემდეგ პასუხებში არ აისახა ის პრობლემები, რაც რეგიონს აწუხებს. დღეის მონაცემებით ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება“, -აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჟა ბაგრატიონმა. შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)