|
2015-06-02 20:22:05, 383 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ბევრად მეტი სერიოზული მოკავშირე ჰყავს
„სკეპტიკოსების გარდა, არიან ძალიან ნათელი მოკავშირეები, რომლებიც მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოში იყოს წარმატებული“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი რიგის სამიტთან დაკავშირებით რუსი პოლიტიკოსების კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელში ევროპული ინტეგრაციის ძალიან ეფექტური ტექნიკური მექანიზმები აქვს. „როდესაც ვაფასებთ ჩვენს გეგმებს, წარმატებას, დინამიკას, უნდა შევხედოთ იმ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვმოქმედებთ. პირველ ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი სერიოზული მოკავშირე, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეიძლება ითქვას ბევრად მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰყოლიათ მანამდე. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს პერსპექტივაზე, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ძალიან ბევრი მოკავშირეა, სკეპტიკოსების გარდა არიან ძალიან ნათელი მოკავშირეები, რომლებიც მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოში იყოს წარმატებული. და მუშაობენ აქტიურად ამ ორივე არეალში. მეორე, როდესაც ვუყურებთ კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას, მაგალითად რიგის სამიტს და თუნდაც რუსი პოლიტიკოსბის კომენატრებს ამ სამიტთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავინახოთ რა რეალობა იყო და რა მიიღო საქართველომ. საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის ძალიან ეფექტური მექანიზმები ხელში. ტექნიკური მექანიზმები. ტექნიკური მექანიზმი ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, რადგანაც ბურთი ასე ვთქვათ, ჩვენს მოედანზეა, ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს არა შეფასებითად არამედ ადეკვატურად უნდა მოყვეს ტექნიკურ კონტექსტში პასუხი. ეს არის დიდი შესაძლებლობა ქვეყნის ხელში იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ რაღაც განხილვის საკითხი კიარ უნდა იყოს თუნდაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, არამედ ტექნიკური პარამეტრების შესრულებას ბუნებრივად უნდა მოჰყვეს წინ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მნიშვნელოვანია ევროპული თვალსაზირისთ, ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმება, ეს არის ის რესურსი, რაც ჩვენ ხელთ გაგვაჩნია. ამ რესურსისთვის ფასის დაკარგვა და კითხვის ნიშნების დასმა, ეს უკვე იმ იდეოლოგიური, თუ პროპაგანდისტული კამათის ნაწილია, რომელზეც მე და პრეზიდენტმა დეტალურად ვისაუბრეთ. ეს კითხვის ნიშნები ისმევა არა იმიტომ, რომ მართლაც ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი, ან იმაზე ნაკლები რესურსი გაგვაჩნია, ვიდრე გააჩნდათ ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს, ან ჩვენ ბალტიისპირელ კოლეგებს, შესაძლებელია მეტი რესურსიც გაგვაჩნია, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკრუად და იდეოლოგიურად უნდათ ამ საკითხებზე კითხვის ნიშნების დასმა და იმის ჩვენება თითქოს ჩვენი პერსპექტივა არის ხელმოცარული“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)