13:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 22:27:26, 1114 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

" ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, - ამის შესახებ  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
"ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. განვაგრძობთ მუშაობას ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის  ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ახდენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების გზით, რომლის ცენტრიც თბილისთან ახლოს მდებარეობს. - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics