13:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 18:53:47, 1011 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილეები ცნობილია.

მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება. 

სამინისტროში ახალი სახეა ირინე აბულაძე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს. მინისტრის ახალი მოადგილე საერთაშორისო განათლების მართვის მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრია. ირინა აბულაძეს განათლების სექტორში 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს. უკანასკნელ პერიოდში ის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილეობამდე კი, ამავე ცენტრის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ირინე აბულაძეს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფართომასშტაბიანი პროექტების მართვასა და საერთაშოროსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით. 

გაერთიანებულ სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან - ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე, ალექსანდრე თევზაძე, თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური. 

რაც შეეხება ქეთევან ნატრიაშვილის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ის მიხეილ ბატიაშვილის მრჩეველის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics