|
2015-06-02 18:23:20, 444 ნახვა
საზოგადოება
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არ დაიჭირო“ იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მაისურებზე წარწერები აქვთ დატანილი - „არ დაიჭირო“. ანალოგიური წარწერები ბანერებზეცაა გაკრული. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „2 ივნისის“ წევრმა ტორესა მოსიმ განაცხადა, წლევანდელი სლოგანით მათ პრემიერ-მინისტრს საქმე გაუმარტივეს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია ერთმანეთში აერია. „წლევანდელი სლოგანი გავამარტივეთ. შარშან ვერ გაიგო პრემიერმა. მას ერთმანეთში აერია დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია. ამიტომ გავუმარტივეთ საქმე და წელს ჩვენი სლოგანია „არ დაიჭირო“. მოთხოვნების არსი უცვლელია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. არ შეიძლება მარიხუანის მოწევის გამო ადამიანი იჯდეს ციხეში და იხდიდეს სასჯელს“, - განაცხადა ტორესა მოსიმ. მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. აქციაზე ბანერები შემდეგი წარწერებითაც აქვთ მიტანილი - „ჩვენთან არიან შოთა, ვაჟა, ილია, აკაკი და შენ ირაკლი?“, „შარდის საქმეთა სამინისტრო“, „მარიხუნის მოწევა არაა კრიმინალი“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)