|
2018-07-17 16:19:56, 618 ნახვა
რეგიონი
არგენტინის იუსტიციის მინისტრმა მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
არგენტინის იუსტიციის მინისტრმა ხერმან გარავანომ, მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა. სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. არგენტინის იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ხერმან გარავანოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს. არგენტინის იუსტიციის მინისტრმა ხერმან გარავანო საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)