|
2015-06-02 13:17:48, 423 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში, საპროექტო, სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამარჯვებული კონკურსანტი გამოავლინა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კომისიამ კონკურსში მონაწილე მხარეებს ესკიზურ წინადადებაზე, საკონკურსო წინადადების ფასზე და პროექტის მიწოდებაზე ქულები მიანიჭა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გააკეთა შენიშნვნები და წინადადებები ესკიზის სრულყოფილებისთვის და ბენეფიციარებისთვის უფრო მყუდრო გარემოს შესაქმნელად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საცხოვრებელ სახლზე დეტალების დამატება მოითხოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბენეფიციარებს აღნიშნულ სახლებს მზის გამათბობელითა და სრული კომფორტული პაკეტებით სთავაზობს. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, საცხოვრებელი სახლის პროექტი ექსკლუზიურად გამგეობის საკუთრებაში გადადის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)