20:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:53:47, 613 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ არ იცის, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს დაუჭერს თუ არა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა  ჯერჯერობით არ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,  სპეციალისტებმა უნდა თქვან, მარიხუანა რამდენად მავნებელია, ან არ არის მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გადაწყვეტილებას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მიიღებს.

„რაც შეეხება ბალახის მავნებლობა–უვნებლობის საკითხს, ეს უკვე სპეციალისტების დასადგენია. ხშირად აკეთებენ შედარებას ღვინოსთან, თამბაქოსთან, ამიტომაც სპეციალისტებმა  უნდა თქვან, მარიხუანა ჯანმრთელობისთვის რამდენად უვნებელი გახლავთ. მე მოკლებული ვარ სპეციალურ ცოდნას, სიამოვნებით მივიღებ ამ დისკუსიებში მონაწილეობას, რომ გავიგო ეს ბალახი მაწყენარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თუ უწყინარი ხილი გახლავთ. თუ უწყინარია და  ადამიანის ჯანმრთელობას არა თუ ვნებს, არამედ ხელს უწყობს, დეკრიმინალიზაციას მხარს დავუჭერ, მაგრამ თუ მავნებელია და ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანგრევს, არც ერთმა ჯანმრთელმა ადამიანმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.  როგორ შეიძლება,  ადამიანის ჯანმრთელობის საწინააღმდეგო ნივთიერებებს ან ნივთებს დავუჭიროთ მხარი?!“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.  

ცნობისთვის, პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად,  მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics