|
2018-07-12 14:46:17, 585 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ხიჭაური-გორხანაულის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტში სხავადასხვა მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებთან ერთად, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება ტურიზმის განვითარება, ტურისტული და დასასვენებელი კერების მოწყობა. შუახევის მერიის ცნობით, ამ მიზნით დაიწყო კიდევ ერთი პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური- გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე მოეწყობა ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები და განათება.
მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 750 ლარი გამოიყო, მშენებლობას შპს ,,ნანგრუპი“ აწარმოებს. იგეგმება ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების სავაჭრო ჯიხურის დადგმაც. კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე ტურისტებს, როგორც ადგილობრივებს ექნებათ დასვენების, გართობისა და თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობა. პროექტის მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილე ომარ ტაკიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)