06:39 - 07 Jul, 2026
|
2018-07-12 12:54:09, 618 ნახვა
რეგიონი
ლენტეხში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)
ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი და ერთი ვერტმფრენი მუშაობს. უწყების ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს მუშაობა უჭირთ. „ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, უკვე მეორე დღეა მუშაობენ მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ღია ცეცხლი არ არის, მხოლოდ დაკვამილიანება შეინიშნება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 2.5 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)