|
2018-07-12 11:06:36, 709 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი მარგველაშვილს: ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩატარებულმა რეფორმებმა და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ნატოს მისიებში და კონკრეტულად მტკიცემხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ნატო აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთოუსაფრთხოებაში. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს. "უკვე 10 წელია, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. ამ დროში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა და განმტკიცდა. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის უნიკალური, თქვენ ბრძანდებით ალიანსის ერთერთი ყველაზე ქმედითი პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს, როგორც საქართველოს, ისე ნატოს და უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის მას. საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში, მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში თქვენი კონტრიბუციისათვის და ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო და იმ წვლილს, რომელიც შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები დიდ ძალისხმევას გაწევენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც თქვენ რეფორმების კუთხით განახორციელეთ და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. არსებით პაკეტი, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც პოლონეთის სასწავლო წვრთნებში, ისე ნატოს სასწავლო წვრთნებში თბილისში. მე ველი წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის რა წვლილი შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონში. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მივესალმებით თქვენს სურვილს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ეროვნული თავდაცვის საკითხებს მოახმაროთ. მადლობა პრეზიდენტო მობრძანებისთვის და თქვენი ჩამოსვლით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)