|
2015-06-02 10:40:37, 462 ნახვა
საზოგადოება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე სტეფან როპერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განსაკუთრებულ დავლებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ ეუბიძე, შტაბის უფროსის მოადგილე ტიტე მეძმარიაშვილი, ამავე დეპარტამენტის და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები დასახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშესთან. მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ყოველწლიურად თანხმდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, რომელთა საფუძველზეც, სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა ტრენინგსა და ღონისძიებაში მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)