|
2018-07-11 11:18:44, 680 ნახვა
რეგიონი
ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა
ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 24 საათიან რეჟიმში მუშაოების შედეგად ხიდის მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს, ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე ნაპირზე გადავა და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ლოკაცია, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით. ამ ეტაპზე, ჭუბერში მობილიზიებულია 68 ერთეული ტექნიკა, საიდანაც 60 მუდმივად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)