|
2018-07-06 12:05:59, 530 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესის გახნის ცერემონიას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ. კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება. კონგრესს, ტრადიციულად, 500-მდე დელეგატი ესწრება საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ყველაზე მასშტაბური სტომატოლოგიური ღონისძიებაა რეგიონში. ყოველწლიურად ლექცია-მასტერ კლასებით კონგრესს მსოფლიოს ყველა წერტილიდან წამყვანი სპეციალისტები სტუმრობენ. კონფერენციის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტების და დანადგარების გამოფენა-გაყიდვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)