|
2018-07-04 17:14:28, 1092 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამო, საგამოცდო პროცესი შეფერხდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის პირველ სექტორში, გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო, სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა. „სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა – არა“, –აღნიშნა აბიტურიენტმა. საპირისპიროს აცხადებს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ქირია. მისი თქმით, საგამოცდო პროცესი არ შეფერხებულა. რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მისივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები დღეს ინტენსიურად გაგრძელდება. „სხვა რამე შეფერხება არ ყოფილა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება“, – აღნიშნა ნანა ქირიამ. ცნობისთვის, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)