04:11 - 07 Jul, 2026
|
2018-07-04 13:22:50, 661 ნახვა
რეგიონი
აჭარაში შტორმია მოსალოდნელი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში მყოფ დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს. „დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. აღსანიშნავია, რომ საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)