|
2018-07-04 10:33:35, 599 ნახვა
რეგიონი
ოზურგეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხების, სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიან წყალგამყვან მონაკვეთს უტარდება, ჭარბწყლიანობისგან დაიცავს სოფელ ნატანების 640 ჰექტარ მიწის ფართობს. პროექტი ასევე ითვალიწინებს მერეკრძელა-კაპროვანის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეკონსტრუქციას და სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას. რეაბილიტირდება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კეთილმოეწყობა ტერიტორია. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)