19:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 15:18:27, 612 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობა არ უნდა იყოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, მარიხუანას მოხმარებისთვის მკაცრი მიდგომა - პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. 

თუმცა, უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, დეპუტატის თქმით, ამას მეტი მსჯელობა სჭირდება.

„მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით  არ მაქვს პასუხი - კი და არა. ეს არის უსერიოზულესი თემა. მინდა კარგად მოვისმინო ორივე მხარის არგუმენტები, ასევე სპეციალისტების , ექიმების, ექსპერტების. ზოგადად მიმაჩნია, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ უნდა იყოს მკაცრი მიდგომა - ვგულისხმობ პატიმრობას.  მაგრამ უნდა იყოს თუ არა დეკრიმინალიზაცია , ამას ცოტა მეტი მსჯელობა სჭირდება“, - აღნიშნა ბესელიამ. 

ცნობისთვის, პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად,  მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics