|
2018-07-02 17:57:00, 712 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ მთავრობის და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირა
მიმდინარე კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართება, სადაც კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. დეპუტატებმა კანონპროექტთა პაკეტის კომიტეტებში განხილვის გრაფიკზე იმსჯელეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიაზე კანონპროექტებს - „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტს - „საქართველოს წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 2 ივლისს, ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 25 წელი გავიდა. „ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან გმირული ბრძოლის დღე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცებისთვის გამორჩეული დღე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ. „1993 წლის 2 ივლისი იყო დღე, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებმა, კონფედერანტებთან ერთად, განახორციელეს საზღვაო დესანტის გადმოსხმა ტამიშის მიმართულებით. 9-დღიანი ბრძოლების შედეგად, დაიღუპა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის სამასამდე მებრძოლი, ამავე დროს, დიდი მსხვერპლი იყო მოწინააღმდეგის მხრიდან. მინდა მივუსამძიმრო იმ დაღუპული მებრძოლების ოჯახებს, მთელ ქვეყანას და იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, - განაცხადა კობა კობალაძემ. დღესვე, დეპუტატებმა, საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პარლამენტის ბიუროს სხდომა ოთხშაბათს, 4 ივლისს, 11:45 საათზე გაიმართება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)