10:01 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 11:21:55, 894 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ თავდაცვის და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს.

როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.

 „მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რომლებმაც ეს თანხა შესაძლებელია კვლავ გამოიყენონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა ამ საკითხზე დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის და შს მინისტრებმა პარლამენტში.  საიდუმლო ნაწილზე  აუცილებელია ნდობის ჯგუფში მსჯელობაც“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics