20:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 13:13:28, 731 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: დღეს ვიმსჯელებთ რეკომენდაციებზე - თავის დროზე რომ გაეთვალისწინებინათ, ახლა სხვა შედეგი გვექნებოდა

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

კომისიის წევრებმა შეხვედრაზე მესამე სექტორს ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გ.მ. სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, ხოლო მეორე - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე, ასევე იმ რეკომენდაციებზე რომლებიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და რომელიც უნდა განხილულ იქნას კომისიაზე. დღეს გვექნება ამ რეკომენდაციების განხილვა. ეს არ არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გამოვეცით. მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, მას შემდეგ რაც შევხდებით არასრულწლოვნებს და დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება ასევე სხვა მიმართულებითაც კონკრეტული დასკვნები და რეკომენდაციები. მგონია, რომ ეს რეკომენდაციები საკმაოდ მყარია და გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მიმაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები თავის დროზე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, დღეს გაცილებით სხვა შედეგი გვექნებოდა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics