20:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:11:40, 772 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური დახმარება აღარ შეწყდება

„ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური დახმარება აღარ შეწყდება “,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, ამ დრომდე ოჯახში დემოგრაფიული ცვლილების დროს სოციალური დახმარება წყდებოდა და მისი ხელახალი გადაფასება ხდებოდა.

„მთავრობის სხდომაზე გავიდა ერთ-ერთი მორიგი ცვლილება სოცილაური დახმარების მეთოდოლოგიაში. ადრე იყო ასეთი წესი, რომ ოჯახის წევრების დემოგრაფიული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ხდებოდა თავიდან გადაფასება ოჯახის სოციალური მდგომარეობის და ეს გადაფასება, სანამ არ დასრულდებოდა, იმ პერიოდის განმავლობაში, სოცილაური დახმარება ჰქონდათ შეწყვეტილი. ეს განსაკითრებულად მტკივნეული იყო იმ შემთხვევებში, როდესაც ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში წყდებოდა სოციალური დახმარება, ხდებოდა გადაფასება და ეს პერიოდი სამ თვემდე პერიოდს იჭერდა და მერე თუ ისევ იმ ქულებში მოექცეოდნენ, კონპენსირდებოდა წინა თვეები და გრძელდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი უკმაყოფილება იყო ამ მხრივ, და გაკეთებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ შეწყვეტის შემთხვევებში, 50%-ში ისევ აღდგება ეს სოციალური დახმარება და ამიტომ მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ პროექტი, რომელზეც მთავრობა დაგვეთანხმა, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღარ შეწყდება სოციალური დახმარება, მოხდება გადაფასება და თუ აღმოჩნდება, რომ ქულა გაიზარდა მხოლოდ ამ შემთხვევაში მოეხსნება, სხვა შემთხვევაში წყვეტა არ იქნება“, -აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics