|
2018-06-25 23:40:29, 545 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერის მოადგილე ბუთრაულის ბაგა-ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
სოფელ ბუთურაულში არსებულ სასოფლო კლუბში ბაგა-ბაღის განთავსებისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,,მუხტი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 102 992 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ბაგა-ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლი. დასაქმდება 10 -ზე მეტი ადგილობრივი. პროექტზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ომარ ტაკიძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გაეცნო. მიმდინარე წელს ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება ხაბელაშვილებში, ახალ სასწავლო წელს გაიხსნება შუბნის ბაგა-ბაღი, კაბიტალური რემონტი ჩაუტარდება დაბის ბაგა-ბაღს. მუნიციპალიტეტში დღის მდგომარეობით 10 საბავშვო დაწესებულებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)