20:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 11:34:12, 1198 ნახვა

ეკონომიკა
PSP ბრიტანული ინოვაციური მშრალი შამპუნების რეალიზაციას იწყებს

PSP, როგორც ლიდერი კომპანია, რომელიც მუდმივი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს. ამჯერად PSP თანამედროვე ცხოვრების რიტმის კვალდაკვალ შექმნილ სიახლეს - მშრალ შამპუნებს წარმოადგენს. შამპუნის გამოყენებისათვის არაა საჭირო წყალი და სხვა სააბაზანო საშუალებები. მშრალი შამპუნის გამოყენა საოფისე სივრცეში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სპორტულ დარბაზში შეიძლება.

Soft&Gentle-ს მშრალი შამპუნი თმის გამწმენდი კომფორტული საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სიმინდის და ბრინჯის სახამებლის მიკროკრისტალები სწრაფად იწოვს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს, უსიამოვნო სუნის შეგრძნებას და თმას სისიფთავეს, სასიამოვნეო სურნელს და მოცულობას ანიჭებს.

მშრალი შამპუნი სპრეის ფორმით არის წარმოდგენილი და კომფორტულია მოხმარებისას. მისი შესხურება თმას ცხიმისგან ათავისუფლებს და წყალთან კონტაქტის გარეშე ანიჭებს ბზინვარებას და მოცულობას.

„მშრალი შამპუნი  უალტერნატივოა, როდესაც უცბად გიწევს მოწესრიგება და ვერ ასწრებ სალონში სტუმრობას ან აბაზანაში შესვლას. მაშინ, როდესაც წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება, მშრალი შამპუნი უალტერნატივოა. ეფექტურად იყენებენ მშრალ შამპუნს მშობლებიც, რადგან სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება თმას სისუფთავე და მოცულობა მივანიჭოთ. ამ პროდუქტს აქტიურად იყენებენ ჰოსპიტალურ სექტორშიც მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი, მარტივი და კომფორტული გამოსავალია თმის სწრაფად მოსაწესრიგებლად,“- აცხადებენ PSP-ში. 

Soft and Gentle-ს მშრალი შამპუნები სრულიად საქართველოში  PSP-ს 200-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 12 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. ერთი სპრეის გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ არის შესაძლებელი.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics