|
2018-06-25 11:14:14, 618 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს
ბათუმში შპს „ანთ ჯგუფის" ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც სასახურავე მასალების/აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებს აწარმოებს. საწარმოს გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება ფოკუსირებულია, რათა ბიზნეს პროექტები სხვადასხვა სექტორებში განხორციელდეს. მისი თქმით, სასტუმრო კომპლექსების მიმართულების განვითარების გარდა, გვჭირდება საწარმოები, რომელიც აწარმოებს, მათ შორის, სამშენებლო მასალებს. "მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს რეგიონსა და ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. შპს „ანთ გრუპი", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს. საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)