|
2018-06-24 12:03:35, 799 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიას საქართველოს დელეგაციაც დაესწრება
25-29 ივნისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება. სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დაესწრება. საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში. გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეის კომიტეტების, პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემებზე გამართულ დებატებში. საზაფხულო სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)