19:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 13:43:49, 928 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ჩვენი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს საფუძველს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას გაცხადებით, მთავრობის ფინალური პოლიტიკა და ფისკალური დისციპლინა სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს, რაც წარმოადგენს საყრდენს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა სსფ-სთან. მიღწეული წარმატებები მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ასევე, აღიარებულია საკრედიტო რეიტინგის კომპანიების მიერ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვაქვს საკრედიტო რეიტინგების აშკარად გამოკვეთილი  გაუმჯობესების ტრაექტორია“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.

„2018-2022 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას და გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ძირითადი დაფინანსება მიემართება იმ პროექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნას ქვეყანაში ახალი საგზაო ხერხემალი და რომელზეც უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების წყაროები სრულად არის მოძიებული ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics