09:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 10:11:44, 418 ნახვა

საზოგადოება
პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდა

პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდა. 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტა. 

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება შ.რუსთაველის გამზირზე, ა.წერეთლის, თამარ-მეფის, ი.გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე.

31 მაისს 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე.

31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით - ვაჟა-ფშაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.

მოძრაობა 31 მაისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics