|
2015-05-30 09:32:39, 388 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: როდესაც ვნერგავთ ახალ პრაქტიკას, აუცილებელია გვქონდეს უფრო მჭიდრო დისკუსია ბიზნესსაზოგადოებასთან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას სტუმრის სტატუსით დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პირველმა პირმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ინვესტორებისათვის და ზოგადად ბიზნესის განვითარებისათვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოსა და პირობებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობაც აღნიშნა და ყურადღება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ ახალ პერსპექტივებზე გაამახვილა. სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკის სირთულეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობას ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის და დაგეგმილი პროექტების ჰარმონიულ განვითარებას, სახელმწიფოს ეკონომიკის გაუმჯობესებასა და წინსვლას. „როდესაც ვნერგავთ ახალ პრაქტიკას, ვავითარებთ ახალ პროექტებსა და კანონმდებლობას, აუცილებელია გვქონდეს უფრო მჭიდრო დისკუსია ბიზნესსაზოგადოებასთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისათვის, ეკონომიკური გარემოსათვის, არამედ ყოველივე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, ქვეყნის ეფექტიანი განვითარებისათვის და ინტეგრაციისათვის იმ მიზნებთან, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურად ვსახავთ; ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ ბაზართან და საქართველოს, როგორც ძლიერი სატრანზიტო სახელმწიფოს როლი. ყველა ეს მიზანი გაცხადებული და აღიარებულია პოლიტიკური ლიდერების მიერ. ვფიქრობთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ და განვიხილავთ შესაბამის ახალ კანონმდებლობას, ყველა ეს საკითხი განხილული უნდა იყოს ბიზნეს სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციაში და უნდა მოვძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს, შეამცირებს უმუშევრობის დონეს და გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი უძღვებოდა. ასევე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილიც დაესწრო.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)