|
2018-06-17 15:14:50, 702 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თერაპევტსა და რენტგენოლოგს ნაზიბროლა ძიძიგურს სიგელი გადასცა
თერაპევტსა და რენტგენოლოგს - ნაზიბროლა ძიძიგურს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ღვაწლმოსილ ექიმს მრგვალი საიუბილეო თარიღი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსუდან შავიშვილმა მიულოცეს და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცეს. ნაზიბროლა ძიძიგურ ამჟამად ხელვაჩაურის სამედცინო ცენტრში რენტგენოლოგად მუშაობს. მან სამედიცინო განათლება რუსეთში, ლენინგრადის N1 სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო. 1975-1984 წლებში მუშაობდა ქ. ლენინგრადის N36 პოლიკლინიკაში ექიმ თერაპევტად. ქალბატონი ნაზი 1984 წელს დაბრუნდა ქ. ბათუმში და სამედიცინო საქმიანობა ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკურ საავადმყოფოში გააგრძელა. მოგვიანებით მან კვალიფიკაცია რენტგენოლოგიაში აიმაღლა და დღემდე ამ მიმართულებით საქმიანობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)