|
2018-06-13 21:17:12, 770 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: კვირიკაშვილი კი არ გადადგა - ივანიშვილმა გაუშვა
კვირიკაშვილი კი არ გადადგა, არამედ ივანიშვილმა გაუშვა- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. „კვირიკაშვილი გადადგა იმიტომ რომ ასე მოისურვა ივანიშვილმა. ისევე როგორც თავის დროზე რარიბაშვილი გადადგ ისე რომ ვერც დაემშვიდობა ნორმალურად საზოგადოებას და წინასაახალწლოდ მისი ხელის მტევანიღა დაგვრჩა რეკლამაში. ამიტომ პრობლემა არ არის არც ღარიბაშვილში, არც კვირიკაშვილში და არც მომდევნო პრემიერში, რომელსაც ივანიშვილი მოიყვანს, მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ივანიშვილი და მისი მართვის სტილი. სიტუაცია შემდეგნაირი გვაქვს, როცა ეს ადამიანი იყო ბიზნესში, საზოგადოებამ ცოტა რამ იცოდა მის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ მას ყავდა ფავორიტები. ის აიტანდა ვიღაცას ჰაერში. ერთი, მაქსიმუმ ორი წელი ყავდა ფავორიტად და მერე მიწაზე დაანარცხებდა, მოიძულებდა, დაიჭერდა ან დააჭერინებდა და ა.შ. ზუსტად ანალოგიურ სურათს ვხედავთ ჩვენ, მაგრამ ეს უკვე ჩვენი, ქართველი ხალხის პრობლემაა, რადგან საუბარია არა რომელიმე შპს-ზე, არამედ საქართველოზე, ქვეყანაზე. პრემიერ-მინისტრი ასეთი ფორმით, ასე არ უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩვენ გვყავს მარიონეტული მთავრობა“,-განაცხადა უგულავამ. მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი საშუალება, ვადამდელი არჩევნებია. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)