|
2018-06-13 16:17:23, 683 ნახვა
კომენტარი
სულეიმანოვი: ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალდება
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც სულეიმანოვმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმრთ არსებული ბრალდება აბსურდული და ალოგიკურია. „ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილს აგინა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალდება, ეს ხომ არალოგიკურია?!“,- აღნიშნა მან. მისი თქმით ელჩინ ალახვერდიევი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არჩევნების დროს მის წინააღმდეგ გამოდიოდა. სულეიმანოვი ადასტურებს, რომ იმ საღამოს დაზარალებულს შეხვდა. „ჩემთან იყო ოფისში და ვკითხე, რატომ ლაპარაკობ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, როცა არ ხარ ჩვენი წევრი, ვინ დაგავალათქო. ამის შემდეგ ის წავიდა და მერე რა მოხდა, მე არ ვიცი. ჩაიხანაში იყვნენ საკრებულოს დეპუტატებიც. მე არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია",- განაცხადა აზერ სულეიმანოვმა. ცნობისთვის, სულეიმანოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ცემის ფაქტზეა დაწყებული. „საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)