00:40 - 07 Jul, 2026
|
2018-06-11 20:57:45, 751 ნახვა
რეგიონი
სეტყვის საწინააღდეგო სისტემამ კახეთის 6 რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 10 ივნისს კახეთის რეგიონში 1360 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ექვსივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული. ცენტრის ცნობით, 10 ივნისს მთელი დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 11:40 საათიდან ღამის 02:40 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, თელავის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 200 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)