|
2018-06-10 14:35:21, 1423 ნახვა
პოლიტიკა
დღეს საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვევა
10-12 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვეტა კარაიანჩევა ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ცვეტა კარაიანჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად, სტრატეგიულ კოორდინაციას მიმართავენ. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარულ შეხვედრებს ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აქტიურ კავშირს მეგობრობის ჯგუფებს შორის და თანამშრომლობას საპარლამენტო ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. დაგეგმილია ცვეტა კარაიანჩევას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესა და პირველ ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)