|
2018-06-08 11:39:55, 615 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სოხუმის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებს ადგილზე გაეცნენ. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რეგიონის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში. „ბაგრატიონის ქუჩამდე ეტაპობრივად ყველა ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, სოხუმის ქუჩის კეთილმოწყობაც, სადაც მიდის ასფალტის დაგება, სანიაღვრე სისტემების შეცვლა, ბორდიურების მოწყობა და სხვა ტიპის სამუშაოები", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, 2018 წელს უკვე დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები 40-მდე ობიექტს, ქუჩას, ქუჩის მონაკვეთს და ჩიხს მოიცავს. მიმდინარე ეტაპზეა 20-მდე პროექტი. „დამატებით, დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობა, მათ შორის ბონი-გოროდოკის დასახლებაში. ეს უკანასკნელი საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შევიტანეთ და დაახლოებით 10-12-მდე ქუჩა და ქუჩის მონაკვეთი კიდევ დაემატება ამ სტატისტიკას"-განაცხადა ქალაქის მერმა. სოხუმის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მილონ 619 ათას 993 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)