13:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 10:13:51, 1044 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

„ევროპული საქართველო“  წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა.

შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს.

„ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს, იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის და  სხვა თანამდებობის პირების არ  არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა გამოიკვეთება საქმის  შესწავლისას,  თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და  რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, კომისია 17 წევრისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობა: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე; „ევროპული საქართველო“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი; „პატრიოტთა ალიანსი“- ადა მარშანია; დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics