13:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 13:22:59, 1105 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე, ერთ-ერთი მოკლულის მამას, ზაზა სარალიძის შეხვდა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ისინი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„მე მქონდა შეხვედრა ბატონ ზაზა სარალიძესთან. ჩვენ ვისაუბრეთ და მოვისმინეთ  მისი პოზიცია, შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე მქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან. ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში. ჩვენ დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მასთან სახლში, ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ. ხვალ ის მოდის ადვოკატთან ერთად შეხვედრაზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics