|
2018-06-06 15:19:20, 2166 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის შემადგენლობას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი დეპუტატი იყო. გარდა ამისა, დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტზე ორი დეპუტატი იყო წარდგენილი - "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე და საპარლამენტო უმრავლესობიდან ენძელა მაჭავარიანი. 91 დეპუტატმა სერგი კაპანაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. ცნობისთვის, კომისია 17 წევრისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობა: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე;
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)