23:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 14:51:37, 835 ნახვა

რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმების მონაწილეობით უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

საქველმოქმედო აქცია ითვალისწინებს უფასო სამედიცინო პრევენციულ კვლევებს, დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტულ შემოწმებას.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან (ნუკრი) ბეჟანიძესთან ერთად გაეცნო. აქცია ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის" ინიციატივით იმართება. აქციაში მონაწილეობს 32 მაღალ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი (თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი(ექოსკოპია), გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ალერგოლოგი, რევმატოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, რენტგენოლოგი) შემდეგი სამედიცინო დაწესებულებებიდან: თბილისისს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ჟვანიას სახელობის პედიატიის აკადემიური კლინიკა, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა გიდ-მედი, საუნივერსიტეტო კლინიკა "ვივა მედი", ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის" ექიმები. პაციენტებს უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება დღის ბოლომდე შეეძლებათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics