07:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 00:38:22, 1564 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: იუსტიციის მინისტრს დავავალე, საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი

„მე დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეტიგიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართული უნდა იყოს პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.

„მე ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეში პროკურატურის რეპუტაცია და გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეტიგიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი. პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პრეფესიონალურ მახასიათებლებზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს. ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სითყვის დასრულების საშუალება არ მისცეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics