13:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 15:34:11, 1476 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

პრემიერმა მამუკა ბახტაძეს ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე მხარს უჭერს ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები მიმდინარეობდა გასული დღეების განმავლობაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები, რომელიც იმ ჭარბვალიანობას, რომელიც აღიარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთ ანგარიშში, ქვეყანაში თანდათან შეამცირებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს. ამისკენ არის მიმართული ეს პაკეტი და მას აქვს მთავრობის მხარდაჭერა, ისევე, როგორც ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics