10:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 12:10:33, 3061 ნახვა

მსოფლიო
ტეხასის გუბერნატორი: სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია

ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია, – ამის შესახებ ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა.

გრეგ ებოტი მიიჩნევს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, კომპიუტერში ვიდეოთამაშისას, მოზარდები მკვლელობას სწავლობენ.

ABCNews-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გუბერნატორი აქტიურად ხვდება განათლების სისტემის წარმომადგენლებს. 

ოფიციალური პირები, პრობლემის გადასაჭრელად სასწავლო დაწესებულებების შესასვლელებში მეტალოდეტექტორების დამონტაჟებაზე მსჯელობენ.

შეგახნენებთ, რომ ტეხასის შტატის ქალაქ სანტაფეში 17 წლის მოზარდმა ცეცხლი 18 მაისს გახსნა. სროლის დროს ათი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა. ეს აშშ-ში  2018 წლის დასაწყისიდან სკოლაში მომხდარი 22-ე თავდასხმაა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics