05:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 12:27:42, 1620 ნახვა

სამართალი
პირი, რომელიც ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებული არ არის

პირი, რომელიც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებული არ არის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული არასრულწლოვანი აღმოჩნდა, ამიტომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მისი დაკავება არ მომხდარა.

თუმცა, როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ეს არ ნიშნავს, რომ თავდამსხმელი პასუხისგებაში არ მიეცემა.

„გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, რომ იგი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას, მოქალაქემ ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაქცევა სცადა. იგი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულს, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics